საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვიზიტად ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, ხვალ, 7 დეკემბერს, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა, ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით; ასევე, ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.