ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ ტვინის კიბო დაამარცხა.
როგორც მისმა შვილიშვილმა, ჯეისონ კარტემა AP -ს უთხრა, მისმა ბაბუამ თქვა, რომ ექიმებმა "მისი ბოლო სკანირებისას კიბოს ვერანაირი გამოვლინება ვერ ნახეს". თუმცა, ექს-პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი მომდევნო სამი კვირის განმავლობაში მკურნალობის რეგულარულ კურსს განაგრძობს.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს ტვინში კიბო რამდენიმე თვის წინათ აღმოაჩნდა. როგორც ზაფხულში გამართულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, კიბო ტვინის უჯრედებში გავრცელდა, რის გამოც რადიაციული მკურნალობა დაიწყო და ახლა მისი "ბედი ღმერთის ხელშია". ამის შესახებ როიტერსი იუწყება.
კარტერმა, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაატარა პრეს-კონფერენცია, სადაც მისი ღვიძლის კიბოთი დაავადების შესახებაც ისაუბრა.
ბრიფინგზე კარტერმა, რომელიც მშვიდი და ხუმრობის ხასიათზე მყოფი ჩანდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტვინში აღმოჩენილი, ძალიან მცირე ზომის მელანომის ნაწილაკების გამო, გრძელვადიანი გეგმების შეცვლა მოუწევდა, თუმცა არ გამორიცხა, რომ ნოემბერში ნეპალში დაგეგმილი ვიზიტი კვლავ ძალაში დარჩენილიყო.
კარტერმა აღნიშნულ პრეს-კონფრენციაზე განაცხადა, რომ მან თანაგრძნობის სატელეფონო ზარები მიიღო პრეზიდენტ ბარაქ ობამასგან, ასევე ყოფილი პრეზიდენტებისგან, ჯორჯ დაბლიუ ბუშის, ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშისა და ბილ ქლინთონისაგან, ასევე დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი ქლინთონისგანაც.
კარტემა ბრიფინგზე არაერთხელ იუმორსაც მიმართა. როცა მის კოლეგებს მოკითხვისთვის მადლობა გამოუცხადა, იგი იცინოდა და თქვა, რომ "დიდი ხნის განმავლობაში ეს მათი პირველი ზარები იყო".
კარტერი აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე 1977-1981 წლებში მსახურობდა და მე-2 ვადით არჩევნებში რესპუბლიკელ რონალდ რეიგანთან დამარცხდა. მას 2002 წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. იგი ამჟამად 91 წლისაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.