საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში, უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალური ფრონტი, როგორც ჩანს დიდ წარმატებას აღწევს. საფრანგეთის 13 რეგიონიდან სულ მცირე ექვსში, არჩევნების პირველ რაუნდში ეროვნული ფრონტი მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. მეორე რაუნდი 13 დეკემბერს გაიმართება.
მემარჯვენე ცენტრისტული რესპუბლიკელების პარტია, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ მეორე ადგილს დაიკავებს და წინ გაუსწრებს მმართველ სოციალისტურ პარტიას.
ეგზიტპოლების მიხედვით, ნაციონალურ ფრონტს ამომრჩეველთა 30.8% უჭერს მხარს, სარკოზის რესპუბლიკელებს 27.2%, ხოლო პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტებს 22.7%.
თავის მხარდამჭერებისადმი მიმართვაში მარი ლე პენმა განაცხადა, რომ ეს "ბრწყინვალე შედეგია", რომელმაც დაამტკიცა, რომ "ეროვნული ფრონტი" "საფრანგეთში უალტერნატივო და პირველი პარტიაა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.