უამინდობის გამო ჟინვალიდან გუდაური-კობის მიმართულებით დიდი მოცულობის სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია, რის შედეგადაც, ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც ავტომანქანების მძღოლები აცხადებენ, უკვე 4-5 დღეა, რაც ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, მანქანები რუსეთში გასატანი მალფუჭებადი პროდუქტებით აქვთ დატვირთული.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მისამბმელიანი ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების გამოა შეზღუდული და მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი. უწყების წარმოამდგენელმა ნუგზარ გასვიანმა განაცხადა, გზაზე გაჩერებული მძღოლები სავარაუდოდ, ხვალ საღამოსთვის შეძლებენ გადაადგილებას.
"თავად ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების პირობებიდან გამომდინარე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის ე.წ. ტრაილერების გადაადგილება ხორციელდება ცალმხრივი მიმართულებით - ან გუდაურიდან კობის მიმართულებით, ან კობიდან გუდაურის მიმართულებით. სავარაუდოდ, დილით მოძრაობა განახლდება ჟინვალიდან მლეთა-გუდაურისა და კობის მიმართულებით. ჩვენი ვარაუდით, ხვალ საღამოსთვის უკვე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაცილებით ნორმალურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.