საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, მისცა უფლება უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე და შემდგომში, საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება. აღნიშნულისთვის დაკავებულმა ქრთამის სახით მოითხოვა 4 500 ლარი, ხოლო წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.