"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაკვირვებულია კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი გაკეთებული მიმართვით.
„საკითხი ძალიან მკაფიოა – ერთადერთი ადამიანი, ვისაც პატიმართა შეწყალების უფლებამოსილება აქვს, არის სახელმწიფოს მეთაური. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ქვეყნის პრეზიდენტი. ამიტომ მიკვირს, თუ რატომ მოგვმართა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ან რატომ მიმართა პრეზიდენტს და რატომ აიცილა პასუხისმგებლობა თავიდან. მანაც მშვენივრად იცის, ის ერთადერთი თანამდებობის პირი, ვისაც ეს უფლებამოსილება აქვს და ეს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია – ეს არის პრეზიდენტი. ამიტომ პრემიერის ინიციატივა, აღნიშნული საკითხის პარლამენტისთვის განსახილველად შეთავაზების შესახებ, სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია," განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქომ პატიმრების შეწყალების უფლების შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ რუსთაველის თეატრში გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით გუშინ (6 დეკემბერი) განცხადება გაავრცელა და დააზუსტა, რომ პატრიარქმა განცხადება ემოციური გარემოს ფონზე გააკეთა.
"5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, - ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ შაბათს, 5 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ილია მეორემ თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს", - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.