მცხეთაში, სოფელ საგურამოში "საგურამოჰესის" მშენებლობა იწყება
07-12-2015, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში "საგურამოჰესის" მშენებლობა იწყება. "საგურამოს" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე დაესწრნენ.

 


ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, "საგურამოს" ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 32 მლნ.კვტსთ.

 


"საგურამოჰესის" ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და მასში კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
სამინსიტროს ცნობით, კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები - სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი.

 


ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია "ANDRITZ HYDRO SAS" დაამზადებს. ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ზამთრის დეფიციტი. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი