"ბოლო წლების განმავლობაში, ენერგეტიკის სექტორში ადგილობრივი ბიზნესი ძალიან გააქტიურდა" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სოფელ საგურამოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
კალაძე აღნიშნულ ცერემონიას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად დაესწრო.
"მისასალმებელია ის, რომ ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციები არიან ჩართულები ამ პროექტის დაფინანსებაში, კერძოდ, "თიბისი ბანკი". მინდა მას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მისასალმებელია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში პროექტების განხორციელების კუთხით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ შევცვალეთ გარკვეული რეგულაცია და უფრო შევამსუბუქეთ, უფრო მარტივი გავხადეთ ინვესტიცების განხორციელება. საამაყოა ის, რომ გარდა უცხოელი ინვესტორებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ამ დარგში ინვესტიცების განხორციელების, დღეს უკვე პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ქართველი ბიზნესმენები. ქვეყნის წინაშე არ არსებობს დიდი და პატარა დამსახურებები. ყველაფერი, თუნდაც რამდენიმე ადამიანის საკეთილდღეოდ გაკეთებული, არის შემადგენელი ერთი საერთო დიდი საქმის - ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, საქართველოს" - განაცხადა კალაძემ.
როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ეს იქნება 5 მეგავატიანი, ახალი ჰიდროელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ნოემბერში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.