ომბუდსმენი: 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღება 995 უცხოელს სურს
07-12-2015, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღება 995 უცხოელს სურს. მათ შესაბამის უწყებაში საჭირო რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვთ. რაც შეეხება ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირებს, საქართველოში სულ საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი 1 192 პირი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ერაყის, უკრაინის, რუსეთისა და სირიის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ცნობილი სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციისას გახდა.

 


სახალხო დამცველი თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშით წარსდგა.

 

 

ანგარიშში განხილულია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები თავშესაფრის მაძიებლთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით.

 


როგორც სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად ცვლილებებისა, კანონმდებლობაში კვლავ არსებობს ხარვეზები.

 


"მიუხედავად გარკვეული ცვლილებისა, ხარვეზები კვლავ რჩება, მათ შორის ერთ-ერთი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვის ვადებს უკავშირდება, რაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა 9 თვემდეც გაგრძელდეს. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია, მითუმეტეს, როდესაც საუბარი ეხება თავშესაფრის მაძიებელს. არის ხარვეზები, რომელიც უკავშირდება მაგალითად უარის შემთხვევაში გასაჩივრების ვადას. ეს ვადა 15 დღეა, რომელიც ასევე არ არის საკმარისი და ჩვენ ამ პერიოდის ერთ თვემდე გაზრდას ვითხოვთ. ჩვენი კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ასევე არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნაც", - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი