საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში უმასპინძლა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში არსებულ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც 2016 წლის იანვარში გაიმართება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ნატოს არსებითი პაკეტის ცალკეული კომპონენტების განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას ყურადღება რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.