საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა
07-12-2015, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

 

 

 

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველო-ბულგარეთის მეგობრობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში და აღნიშნულ სექტორში ბულგარული ინვესტიციების ზრდის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის დღეს გაფორმდება.

 


შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობას საბორნე გადაზიდვების სფეროში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ტენდენციას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი