არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც გოკა და ლადო გაბაშვილები საუბრობენ.
როგორც ადამაშვილი აცხადებს, გავრცელებულ ჩანაწერში, საუბარია გიორგი ვაშაძეზე და მის ე.წ. „ბავშვებზე“, სადაც გოკა გაბაშვილი ვაშაძის „ბავშვებს“ უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და მათ მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს.
“პოზიციის” ხელმძღვანელი საზოგადოებას ახსენებს, რომ აღნიშნულ თემას ორგანიზაციამ არაერთი პრესკონფერენცია მიუძღვნა და გაასაჯაროვა “ნაციონალური მოძრაობის” “ბინძური გეგმა”, რომელშიც პარტიის ლიდერები ახალგაზრდებს იყენებენ.
“ე.წ. „ვაშაძის ბავშვები“ არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩართულები არიან პროექტში „სახელმწიფო 3.0 – რეფორმების ახალი ტალღა. მოგეხსენებათ ამ პროექტს გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „ინოვაციების და განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ამ თემას ჩვენ არაერთი პრესკონფერენცია მივუძღვენით, სადაც ვაცხადებდით, რომ ამ პროეტის უკან “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ბინძური თამაში იმალება. გავრცელებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დაჯგუფება სკოლის მოსწავლეებს, არასრულწლოვანებს იყენებს პირადი პარტიული ინტერესებისათვის”, – აცხადებს ადამაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.