ირაკლი ალასანია: თბილისში ასობით პრობლემაა, რომელთა მოგვარებასაც დედაქალაქის მთავრობა და ქვეყნის ხელისუფლება არ ცდილობს
07-12-2015, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ასობით პრობლემაა, რომელთა მოგვარებასაცც დედაქალაქის მთავრობა და ქვეყნის ხელისუფლება არ ცდილობს , - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც პარტიის პროგრამა "მოქალაქის ხმა" შეაჯამა.

 


"ჩვენი ამოცანაა ვიყოთ ხალხის პარტია, რომელიც მუდმივად ხალხის ენით ლაპარაკობს და რომელსაც აქვს კავშირი მოსახლეობასთან. მოსახლეობას აქვს უამრავი სირთულე სოციალური დეპრესიის, სიდუხჭირის, ეკონომიკური პრობლემების სახით. გადათხრილია გზები და გაყვანილობები, რის მოწესრიგებასაც მუნიციპალიტეტი ვერ ართმევს თავს. მთავარი პრობლემა, რაც აღმოვაჩინეთ არის ასევე ის, რომ გაწყვეტილია კავშირი ხელისუფლებასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის. ყველაზე უფრო მტკივნეულად მოსახლეობა ასახელებს სწორედ კავშირის გაწყვეტას", - განაცხადა ალასანიამ.

 


მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში პარტიის წევრები თბილისის უბნებში დადიოდნენ და მოსახლეობას ხვდებოდნენ.

 


"ჩვენ მოვიარეთ ქუჩები და ოჯახები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ჩვენთვის საკუთარი პრობლემები გაეზიარებინათ. დედაქალაქის მოსახლეობაში არსებობს განცდა, რომ ადგილობრივ თუ ცენტრალური ხელისუფლებას, არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ხალხის და ამომრჩევლის მიმართ. ჩვენ გვინდა ამ პროგრამით სწორედ ეს კავშირი აღვადგინოთ ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ არ გვაქვს სახელისუფლებო ბერკეტები, რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ, თუმცა მივიტანთ ამ პრობლემებს ხელისუფლებამდე და მოვთხოვთ მათ მოგვარებას" -  აღნიშნა ალასანიამ.

 


როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აღნიშნა, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას მიმართავენ.

 


"მივმართავ ხელისუფლებას - გვაქვს დამუშავებული ეს პრობლემები. ჩვენი რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები არსებული პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენებენ ქალაქების მთავრობებს. ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
თუ რაიმე ხელშესახები გააკეთეს მერიის წარმომადგენელმა, ჩვენ მათ მადლობას გადავუხდით. არსებობს სრული დაშორება, დაპირისპირება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და გვინდა ეს უფსკრული შევავსოთ. საზოგადოება ელის "ქართული ოცნებისგან" რეაგირებას პრობლემებზე, თუმცა ამის იმედი ეწურება", - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი