"რაც არ აპატია "თავისუფალ დემოკრატებს", რატომ პატიობს "რესპუბლიკელებს"?!
07-12-2015, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ყველასათვის ხომ ცხადია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე რომ წყვეტდეს კოალიციაში შემავალი სუბიექტების საკითხს, მაშინ, "რესპუბლიკელებს" იგივე ბედი ეწეოდათ (სამართლიანადაც!), რაც "თავისუფალ დემოკრატებს", ანუ ისინი აღარ იქნებოდნენ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები და მათი მინისტრები გათავისუფლდებოდნენ თანამდებობებიდან, ისევე, როგორც თავის დროზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრები, რომლებიც იკავებდნენ მინისტრების პოსტებს პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობაში! რაშია საქმე, ნუთუ, პერსონალურ მიუღებლობაში? მხედველობაში მაქვს, ივანიშვილ–ალასანიას გარკვეული პიროვნული მიუღებლობა, რაც, ჩემი აზრით, გამოწვეული იყო ალასანიას ნარცისიზმით, რასაც ვერ ვიტყვით რესპუბლიკელთა ლიდერზე უსუფაშვილზე, რომელიც მუდამ გაწონასწორებულ და მეტიც, მაამებლურ განწყობას ამჟღავნებდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. იმასაც შეგახსენებთ, თუ როგორი "დვურუჩნიკული" პოზიცია დაიკავეს "რესპუბლიკელებმა", როცა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას ტოვებდნენ, – მათ მთლიანად მხარი დაუჭირეს ყოფილ და მოქმედ პრემიერებს. დიახ, ასე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცები იცვლება, ან უკვე შეიცვალა, რადგანაც, ბოლო დროს "რესპუბლიკელთა" (ძმები ბერძენიშვილები, ზურაბიშვილი, ხიდაშელი, თავად უსუფაშვილი და სხვებიც) რიტორიკა აშკარად შემტევი და უკომპრომისო გახდა, – ხელისუფლების მიმართ?!. ამის დამადასტურებლად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ბოლოდროინდელი განცხადებებიც კმარა საამისოდ. თუნდაც, უსუფაშვილის გამონათქვამები გახმოვანებული "რესპუბლიკელთა" პარტიულ ყრილობაზე, რომ, თურმე – "რესპუბლიკელების გარეშე კოალიცია არ შედგებოდა" და ა.შ... აგრეთვე, დავით ბერძენიშვილის დაუფარავი აგრესია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით, იმის გამო, რომ ნუ იტყვით და, თურმე როგორ გაბედა პრემიერმა პატრიარქის მიერ გახმოვანებული სურვილის (რა დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიასთან, ამაზე აქ არ შევჩერდები) განხილვა პარლამენტისთვის ეთხოვა?! დიახ, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად აშკარაა, რომ "რესპუბლიკელები" პრეტენზიულები ხდებიან, სავარაუდოდ, კოალიციის საპარლამენტო სიებში (პროპორციულშიც და მაჟორიტარულშიც) ისინი "ბევრ ადგილებს" მოითხოვენ, როგორც "ყველაზე კვალიფიციურები" კოალიციის სხვა სუბიექტებს შორის. მოკლედ, არ ვიცი და ამიტომაც ვერ გეტყვით, თუ რატომაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რაც არ აპატია "თავისუფალ დემოკრატებს", რატომ პატიობს "რესპუბლიკელებს"?! ვნახოთ, რა და როგორ განვითარდება, მე კი ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებლად დაკრისტალდება, კოალიცია "ქართულ ოცნებას" უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება იმ შემთხვევაში, თუ მის სუბიექტთა შორის აღარ იქნება, 4% – იანი, ამბიციური და არაეროვნული "რესპუბლიკური პარტია"!!!...

ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 5
#5   DatuNiko
      
ციტატა: Tamari
რატომ არ გიყვართ ეს რესპუბლიკელები? არ ვიცი პიროვნულად ვინ როგორია, მაგრამ ერთი დავით უსუფაშვილი თავისი დიპლომატიით, იურიდიული განათლებით, ყოველთვის საქმიანი საუბრით და კიდევ ბევრი სხვა ღირსებით მგონი სულ გადაწონის მთელ უმრავლესობას ( უმცირესობის ხსენებაც კი არ მინდა), ამას გრძნობდა და ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილი თავის დროზეც და ახლაც იმედია, თუ ის მართლაც ახლაც ყველას მრჩეველია, ისე, კაცმა შეიძლება რამე გირჩიოს და შენ უნდა გამოცადო, თუ არ მიიღებ მის რჩევას, რა მოყვება ამას? თუ არაფერი მოყვა ცუდი, მაშინ რჩევისთვის მხოლოდ მადლობის თქმაა საჭირო და მეტიც არაფერი.
კარგად გაიხსენეთ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში ასეთი ე. წ. "რჩევების" მიუღებლობის შემთხვევაში...
ცოტა თემას გადავუხვიე, მაგრამ სიტყვამ მოიტანა...მაინც მგონია, რომ რესპუბლიკელები სისულელეებს არ ჩაიდენენ, ქვეყანა რომ არასწორი გზით წაიყვანონ...იმედია, არ ვცდები...

არ ცდები!.....

Tamari-ს - არ ცდები!!!...
29 დეკემბერი 2015 23:54
#4  Tamari
      
29 დეკემბერი 2015 14:43
#3   gigi
      
ისევ ბურჯანაძე ჯობია ყველა მაგათ. ამერიკანოსების მონა მაინც არაა.
29 დეკემბერი 2015 02:42
#2   ha ha ha
      
არ ვარ ოცნების ამომრჩეველი, არც მომავალში ვაპირებ, მაგრამ უნდა ითქვას, რესპები რომ არ იყვნენ ქართულ ოცნებაში, საერთოდ ოროსნები იქნებოდნენ. რაც განაცხადა უსუფაშვილმა, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს ის შემთხვევაა, როცა ვეთანხმები. ირანიზაცა და შუა საუკუნეში, თვითონ იცხოვროს ღარიბაშვილ-ბესელია-კურტანიძე
-ჯაჭვლიანის ტანდებმა (აუჰ რა სასტავია) ხო კიდევ ალასანიას იმტომ უგანა ბორიამ გახსოვთ რა ეძახა, თუ დაგავიწყდათ, აი ბორიას არ დავიწყებია( ეგაა მიზეზი და მეტი არაფერი)
8 დეკემბერი 2015 09:20
#1   marine
      
ვეთანხმები ბ. ჯუმბერს, კოალიცია ''ქართული ოცნება'' გაცილებით მეტ ხმებს მიიღებს ''რესპების" გარეშე, ურცევნია ოცნებს ტყუილად ნუ იოცნებებს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე, თუ დროულად არ ცამოიცილა არაქართულად მოაზროვნეები

Quote: marine
ვეტანხმები ბ. ჯუმბერს, კოალიცია ''ქართული ოცნება'' გაცილებით მეტ ხმებს მიიღებს ''რესპების გარეშე, ურცევნია ოცნებს ტყუილად ნუ იოცნებებს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე, თუ დროულად არ ცამოიცილა არაქართულად მოაზროვნეები
8 დეკემბერი 2015 07:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი