ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
07-12-2015, 06:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა.

 


ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, შეხვედრის მთავარი თემები იყო.

 

 

ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ბულგარეთი ევროპული ინტეგრაციისა და ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მზად არის.

 

 

საუბარი შეეხო ნატო-ს არსებითი პაკეტის განხორციელებაში ბულგარეთის ჩართულობას, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა როსენ პლევნელიევს მადლობა გადაუხადა.

 

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ სექტორული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის ჩამოყალიბების როლზე ისაუბრეს.

 

 

ორი ქვეყნის ურთიერთობებზე საუბარი გაფართოებულ შეხვედრაზე გაგრძელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი