სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მიაბრძანეს. ვარდების მოედნიდან სამებისკენ მიმავალ პროცესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების შესასვლელთან დახვდა.
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უკვე დაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში. პარაკლისს თავად უწმინდესი გადაიხდის.
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის ტაძრიდან დღეს გამოაბრძანეს. სამების საკათედრო ტაძარში ბერი გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.
მამა გაბრიელის წმინდა ნეშტი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში შუადღისას ჩამოაბრძანეს.პროცესია ფეხით ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მოძრაობა "დავითიანნის" წევრებიოლობით წარემართა.
პროცესიის მიმდინარეობას საქართველოს შინაგანი ჯარი აკონტროლებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.