საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ ინფლაცია 2016 წლის მეორე კვარტლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
"მინდა დავეთანხმო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. 2016 წლის პირველ კვარტალში, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი ცოტა კიდევ უფრო გაიზრდება და მეორე კვარტლიდან უკვე უნდა დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. ყველაზე მეტი ინფლაცია გვაქვს სასურსათო მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დღეს არსებული ვითარება და მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა უნდა წაეშველოს ჩვენს ბაზარს და ფასების სტაბილიზაცია ჩვენც საკმაოდ მალე უნდა ვნახოთ. ფასების მატება, როგორც წესი, ყოველთვის კომპლექსურია და ეს დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. თუ მიწოდება არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, ან თუ მიწოდების ფასი არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გვინდა, ამ შემთხვევაში გვაქვს ინფლაცია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ნოემბრის თვის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2015 წლის ნოემბერში საქრათველოში ინფლაციის დონემ 6,3%-ს იაღწია, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.