ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ევროკომისიისგან უვიზო მიმოსვლაზე დადებითი პასუხი გვექნება
07-12-2015, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ევროკომისიისგან უვიზო მიმოსვლაზე დადებითი პასუხი გვექნება, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთში ვიზიტისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომლისგანაც საქართველოს ბევრი მაგალითის აღება შეუძლია, რადგან მათ უკვე გაიარეს ის გზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის.


"ეს არის ევროინტეგრაციის გზა, იგივე უვიზო მიმოსვლა, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ევროკომისიისგან დადებითი პასუხი გვექნება. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. ზოგადად, რთული ფონია მსოფლიოში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ბულგარეთის დახმარება და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა ასევე საქართველოს ადგილმდებარეობისა და ქვეყნის დიდი პოტენციალის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ  და ჩვენი დერეფანი დღითიდღე მეტ მნიშვნელობას იძენს.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ ამ დერეფნის მნიშვნელობა იყო ბულგარეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა.


"ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი, როგორ უნდა განვავითაროთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ჩართულობა აბრეშუმის გზის აღდგენის, ასევე, ირანთან ურთიერთობის საკითხებში და აზერბაიჯანთან სტრატეგიული საკითხების მოგვარებაში. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა ამ თანამშრომლობის გაღრმავება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი