"ხობიჰესი 2"-ის მშენებლობის ფარგლებში კომპანიას წითელი ნუსხით დაცული ხეების მოჭრის ნებართვა მიეცა
07-12-2015, 09:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" "ხობიჰესი 2"-ის მშენებლობის ფარგლებში წითელი ნუსხით დაცული ხეების მოჭრის ნებართვა მიეცა.


განკარგულების მიხედვით, შპს "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე 41,6 მვტ სიმძლავრის "ხობიჰესი 2"-ის პროექტის ფარგლებში, სადერივაციო გვირაბისა და გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობისათვის მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით, მუხურის ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებული 22 926 კვ/მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) 3 წლით განესაზღვრა. "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" მიეცა უფლება, აღნიშნულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები: ჩვეულებრივი წაბლი - 102 ინდივიდი, კაკლის ხე - 7 ინდივიდი, კოლხური ბზა - 2 ინდივიდი.


"ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია" ვალდებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ, ასევე, მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი