"პატრიარქმა პოლიტიკურ ელიტას მასტერ-კლასი ჩაუტარა - გააშიშვლა და ქუჩა-ქუჩა გამოიყვანა", ეს განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პოლიტკომერსანტთან" საუბრისას გააკეთა.
"ამ საკითხის დეტალიზაცია არ მინდა, მაგრამ პატრიარქმა სულ სხვა რაღაც თქვა, ხოლო დუჟმორეულმა პოლიტიკურმა ელიტამ ამ საკითხის განხილვა სრული სერიოზულობით დაიწყო. თუმცა, პატრიარქის განმარტების შემდეგ, მთელი ეს აჟიოტაჟი ძალიან სასაცილო გამოჩნდა. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი პოლიტელიტა რა უბედურ მდგომარეობასა და ღრმა კრიზისშია", აღნიშნა ხუხაშვილმა.
როგორც ხუხაშვილს მიაჩნია, "ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ეკლესიას რაღაც კოჭები გაუგორონ და აქედან პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ეს მათში სულიერების ნაკლებობაზე მეტყველებს. მუდმივი ფასეულობები არსებობს, რისი მერკანტილური მიზნებით გამოყენება ამორალურია. პოლიტიკოსები ავტორიტეტებს ხარჯზე გარკვეული ქულების მოპოვებას ყოველთვის შეეცდებიან. მათ შორის, სწორედ ეკლესიის ხარჯზე. ეს ქართველი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია, რაც ბევრჯერ გვინახავს. სამწუხაროდ, ამას მომავალშიც ვნახავთ".
ისტორიულად, ეკლესიის მხრიდან საერო საქმიანობაში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ხუხაშვილი პასუხობს:
"ამასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უფრო ხშირია, ვიდრე ამის რეალური საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ძალიან გავლენიანი ფიგურა და უპირობო ავტორიტეტია, ამ კუთხით ის ძალიან ფრთხილია. პატრიარქი ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის აუცილებელი დისტანცირების დემონსტრირებას მუდმივად ახდენს. ბუნებრივია, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ კუთხით ეკლესიის წიაღშიც ყველას კონტროლი ძალიან რთულია. რადგან იქაც ადამიანები არიან და ზოგჯერ ემოციური „გამოტყორცნები" ხდება. თუმცა, საბოლოო ჯამში, პატრიარქი პოლიტიკისა და ეკლესიის გამიჯვნას ყოველთვის ახერხებდა", განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.