გიორგი მარგველაშვილი: 25 წლის წინათ შევქმენით ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი, რომელშიც აღარ იყო ერთი ჭეშმარიტება
07-12-2015, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საკრებულოში, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელით, საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და ყველა მოწვევის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა.

 

 

„ჩვენ უნდა გამოვყოთ ასეთი დღეები და უნდა ვიზეიმოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვიზეიმოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის თითოეული მნიშვნელოვანი თარიღი.

 

 

ჩვენ შევძელით და 25 წლის წინ შევქმენით ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში, რომელშიც აღარ იყო ერთი ჭეშმარიტება, როდესაც ჩვენ აღარ გვეუბნებოდნენ რომ მხოლოდ პარტიას ესმის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაცემული ჰქონდა საზოგადოებას და საზოგადოების სხვადასხვა წევრები თვითონ აყალიბებდნენ თავიანთ პოზიციას, ვისთვის მიენდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური მმართველობის ბერკეტები.

 

 

25 წლის წინ ჩვენ ვაღიარეთ, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი და ეს განსხვავებული აზრი იყოს პატივისცემის ღირსი. ვიკამათოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, ვაღიაროთ ოპონენტი, ვაღიაროთ მისი უფლება ჰქონდეს სხვა შეხედულება და აზრთა ჭიდილში უკეთესი მივცეთ ქვეყანას," განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს 25 წელი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მომავალშიც საქართველოს სხვადასხვა შეხედულებების მრავალფეროვნების, აზრთა ჭიდილის გამოვლენის საშუალება ექნება.

 

 

"მე მინდა თქვენ, ვისაც ხალხმა საკუთარი ბედი მოგანდოთ და ვინც წლების განმავლობაში ემსახურეთ საზოგადოებას, მოგილოცოთ ეს დღე, ვაღიარო თქვენი ღვაწლი, ვაღიარო თქვენი აზრები, დავუშვათ რომ ჩვენ სხვადასხვა საკითხებში ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ვისაუბროთ მომავალზე, მომავალზე, რომელიც საქართველოში ისევ არ იქნება შავ-თეთრი, სადაც იქნება განსხვავებული შეხედულებები, სადაც იქნება ერთმანეთის აღიარება და უკეთესი ქვეყნის მშენებლობა.

 


დემოკრატიული არჩევნები ფუნდამენტია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დემოკრატიული არჩევნებით უნდა შევქმნათ ის ახალი ველი და სივრცე, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ წაიყვანს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი