თუ ვინმეს ჩემი პერსონა არ მოსწონს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამას უნდა გადააბიჯოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "კავკასიის" ეთერში უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დაუსწრებლობის საკითხის შეფასებისას განაცხადა.
"უშიშროების საბჭო არის ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ორგანო, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები ხელისუფლების სამივე შტოდან ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ ხვდებიან. არც ერთი იქ მყოფი ადამიანის მიმართ პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს. თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი პერსონა, მაინც უნდა გადააბიჯოს ამას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.