მერაბიშვილი მოსამართლეს ბოდიშს უხდის და 26 მაისის საქმეზე მის მიმართ გამამართლებელ განაჩენს ელის
24-02-2014, 15:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ 26 მაისის ეპიზოდზე, სასამართლო მის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ამის შესახებ მერაბიშვილმა დღევანელ პროცესზე განაცხადა, რომელსაც წინა სხდომაზე გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, მაინც დაესწო.

 

 

ყოფილმა პრემიერმა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას ბოდიში მოუხადა, რადგან წინა პროცესზე, როცა ის უნდა დაეკითხათ, ჩვენების მიცემის ნაცვლად, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

 

 

დღესვე, მერაბიშვილმა 26 მაისის საქმეზე მისთვის წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა. ყოფილი პრემიერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

 

 

"არცერთი ბრალდება არ არის დადასტურებული და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არცერთი ბრალდება, რომელიც წამოაყენა ჩემს წინააღმდეგ პროკურატურამ, არ არის დასაბუთებული. პროკურატურა არც კი შეეცადა კონკრეტულად ჩემი ბრალეულობის გამოკვეთას. იგი შემოიფარგლა დაზარალებულების ზოგადი ჩვენებით და ვიდეოკადრების წარმოდგენით. მან არცერთი კონკრეტული დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, 26 მაისის აქციის დარბევის დროს მოხდა, ჩემი კავშირი არ გამოავლინა"- განაცხადა ექსპრემიერმა.

 

 

მერაბიშვილმა აქციის დაშლის გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცრემლსადენი გაზის გამოყენების გადაწყვეტილება მას არ მიუღია.

 

 

"ერთადერთი, რაც მე ბრალად მედება, არის გეგმის დამტკიცება. არც პროკურატურა და არც ბრალდება არ დაობს, რომ თვითონ ეს გეგმა იყო სწორი. პროკურატურა დაობს იმაზე, რომ გეგმის მიხედვით არ განხორციელდა ეს ღონისძიება, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება გეგმის შეცვლის შესახებ. არცერთი ბრალდების მოწმე არ ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილმა გასცა განკარგულება გეგმის შეცვლაზე. ვთხოვე ჩემს კოლეგებს, რომ არ გამოეყენებინათ ცრემლსადენი გაზი და აქვე დადასტურდა, რომ ცრემლსადენი გაზის გამოყენება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ჩემი ბრძანების და თხოვნის საწინააღმდეგოდ, შემთხვევით და სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო მოხდა"- განაცხადა მერაბიშვილმა.

 

 

დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას ეთმობა, მომდევნოზე კი - საბოლოო სიტყვით დაცვის მხარე გამოვა. სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო განაჩენს 28 თებერვალს გამოიტანს.

 

 

2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს დამამძიმებელ გარემოებაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი. მაშინ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

 

2011 წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, იმავე ღამეს აქციის ათობით მონაწილე დააკავეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/37830-merabishvili-ghrmad-var-dartsmunebuli-rom-sasamarthlo-gamamarthlebel-ganachens-gamoitans.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი