2016 წლის იანვარიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას დაიწყებს, - ამის შესახებ ნათქვამია დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშში, რომელიც დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა.
გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება მოხდება. სამშენებლო პროექტებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარი გამოიყოფა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი ჩანაცვლდება და 2016 წლიდან თბილისის ავტო-პარკს 200-მდე ახალი ადაპტირებული ავტობუსი შეემატება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
"კერძოდ, თბილისის მასშტაბით, 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე 500 ათასამდე ხე არის დარგული, რაც 9-ჯერ აღემატება წინა 5 წლის განმავლობაში დარგული ნერგების რაოდენობას.
2 400 000 მ2 მიწის ფართობზე მეტს მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი. გაფართოვდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თბილისის ზღვაზე დაიწყო დენდროლოგიური პარკის მოწყობა. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვერეს ხეობას მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი და კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის მიხედვით, "მზიურის" ტერიტორიისა და მთლიანად ხეობის განვითარება მხოლოდ აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ საცხოვრებელი კორპუსები აღარ აშენდება, მოეწყობა საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ზონები", - ნათქვამია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 2 500 აღსაზრდელს ემსახურება, ასევე, დაგეგმილია დამატებით 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა. სხვადასხვა სარემონტო სამუშაო ჩატარდა 125 ბაგა-ბაღში, ყველა მათგანში დამონატჟდა ცენტრალური გათბობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.