დავით უსუფაშვილი: თეორიული მსჯელობაც კი რომ პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება, გაუმართლებელი იქნება
08-12-2015, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პატიმრების შეწყალების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს და პატრიარქისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება გაუმართლებელია.

 


როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, უსუფაშვილმა განაცხადა, უწმინდესის ნათქვამის შემდეგ პოლიტიკოსებს მყისიერი და გაუაზრებელი რეაქციები ჰქონდათ.

 

„აქ ნამდვილად იყო მყისიერი და ემოციური რეაქციები, ვიდრე - კარგად გააზრებული. დარწმუნებული ვარ ამ ორი-სამი დღის განმავლობაში ყველას ჰქონდა საშაულება გაეზარებინა ყველაფერი და მივსულიყავით დასკვნამდე, რომ როდესაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემის მიერ სასჯელდადებულ პირზე, მისი შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს. ეს ასეა საქართველოში და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თეორიული მსჯელობაც კი, რომ პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება, გაუმართლებელი იქნება არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ რელიგიური თვალსაზრისით. პატრიარქის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მან ვინმე ან უნდა და სხვა არ შეიწყალოს, ეს რელიგიური გადმოსახედიდან, არასწორი ქმედებაა. ჩვენ ვიხილეთ დემონსტირება იმისა, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, მათ შორის სიყვარული. პატრიარქისადმი მოწიწება ძალიან დიდია საზოგადოებაში, ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაკლია ერთმანეთის პატივისცემა და იმდენად გვაკლია ეს, რომ ვისაც პატივს ვცემთ, მის ნათქვამზე ცოტა ემოციები გვეუფლება ხოლმე. პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ და ამიტომ მიუტევოთ ყველას, ვისაც არც თუ ბოლომდე გააზრებული რეაქცია ჰქონდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი