დავით უსუფაშვილი: არ ვაპირებთ რუსეთზე დამოკიდებულება გავზარდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "გაზპრომთან" ურთიერთობის გაწყვეტა სწორი იქნება
08-12-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არ ვაპირებთ რუსეთზე დამოკიდებულება გავზარდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "გაზპრომთან" ურთიერთობის გაწყვეტა სწორი იქნება" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 


"გაზპრომი" ენერგეტიკის მინისტრს არ შემოუყვანია საქართველოში. მთავრობას "გაზპრომი" დაგვხვდა საქართველოში. იგი გაზსადენის მეშვეობით გაზს აწვდის ჩვენს მეზობელ სომხეთს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლებზე. ჩვენ ენერგეტიკის სფეროში გვაქვს მკაფიო პოზიცია: საქართველო არ უნდა იყოს ენერგოდამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ ენერგოსაკითხებს იყენებს პოლიტიკური მიზნებით. ამ საკითხში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ამ პრინციპის და ხაზის გამგრძელებელი და არანაირი ფორმით და პროპორციით არ ვაპირებთ, გავზარდოთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე მაშინ, როდესაც არსებობს ენერგომოწოდების ალტერნატიული ვერსიები. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს, ან სწორი იქნება, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა იგივე "გაზპრომთან", რომელიც დაგვხვდა, ჩვენ არ მოგვიყვანია. ახლა რომ იდგეს საკითხი, გავაკეთოთ თუ არა ეს, შეიძლება იყოს ერთი პოზიცია, მაგრამ როდესაც ფუნქციონირებადი გაზსადენია, ორივე ქვეყნის თემა უნდ გავითვალისწინოთ და ერთ ქვეყანასთან თუ პრობლემა გვაქვს, მეორესთანაც არ უნდა გავიჩინოთ იმით, რომ შეფერხდეს მისთვის გაზის მიწოდება. ცოტა არ იყოს, საკმარისზე მეტ დროს გვახარჯინებს "გაზპრომი" თავის თავზე სალაპარაკოდ" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


მისივე თქმით, როცა საქართველოს ტერიტორიაა გამოყენებული ტრანზიტისთვის, ბუნებრივია, ქვეყანამ მიიღოს ტრანზიტის საფასური.

 

 

"მოლაპარაკებები ამ თემაზე საჭიროა. სწორი ამოცაანა, რომ ვინაიდან ეს ფუნქციონირებადი პროექტია, საქართველომ ნახოს მეტი ხეირი, ვიდრე ნაკლები ხეირი. ამ ყველაფერმა არავითარი ხიფათი არ უნდა შეუქმნას ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, თურქეთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და იმ ქვეყნებთან, რომელთათვისაც საქართველო, როგორც ენერგომატარებლების გადაადგილებისთვის თავისუფალი ზონა, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი