ის, რაც დღეს ხდება საქართველოში არის ბედნიერება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, ძალიან ხშირად ადამიანები, მორწმუნენი და ურწმუნოები კითხულობენ იმას, თუ რა არის ბედნიერება.
"აი დღეს რაც ხდება საქართველოში ეს არის ბედნიერება. ეს არის ერისა და ქვეყნის გაბრწყინება, ეს არის სულიწმინდის მოსვლა, ჩვენი ფერისცვალება, ეს არის ის მდგომარეობა, როცა კეთილი მეფობს, როცა ბოროტება განიდევნება. ეს არის შენდობა, ურთიერთსიყვარული, ეს ყველაფერი არის ბედნიერება, გაბრწყინება", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, ეს ყველაფერი მოიტანა ბერმა გაბრიელმა.
"ერთმა ადამიანმა შესცვალა მთელი საქართველო და ჩვენ ვმადლობთ უფალს და მამა გაბრიელს ამ დიდი წყალობისათვის. დღეს მიწიერი და ზეციური საქართველო გამთლიანდა ამ ზეიმში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების გადმოსვენებასთან დაკავშირებით ამ წუთებში პარაკლისი აღევლინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.