დავით უსუფაშვილი: ვთხოვ დავით ნარმანიას უფრო მეტად წარმოაჩინოს ის, რასაც მერია აკეთებს
08-12-2015, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი თბილისის მერს დავით ნარმანიას სთხოვს, უფრო მეტად წარმოაჩინოს, რასაც მერია აკეთებს.

 


დავით ნარმანიას საქმიანობა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეაფასა.

 


"მე ნამდვილად ვერ მოვახერხებ შევამოწმო, ნახევარი მილიონი თუ 457 507 ხე არის დარგული. დავით ნარმანია არის ადამიანი, რომელსაც ვიცნობ თითქმის 20 წელია, არის გამორჩეული თავისი ცოდნით, პატიოსნებით და უანგარობით, როცა საქმე ეხება შრომას. თბილისს აქვს ბევრი თემა და საკითხი, რომლის მოგვარებას ძალიან ბევრი ადამიანის ერთობლივი შრომა სჭირდება და ამ შრომას მერე სჭირდება გარკვეული გამოკვეთა, წარმოჩნება. შესაძლოა, ეს დავითების პრობლემაა, მეც მეუბნებიან ხოლმე რომ ნაკლებად წარმოვაჩენ იმას, რასაც ვაკეთებ, ამიტომ მე დათოსაც მინდა ვთხოვო, რომ მეტად წარმოაჩინოს ის, რასაც აკეთებს თავადაც და მერიაც და ყოველი ჯერ კიდევ ამოუვსებელი ორმო ან ჯერ კიდევ დაურგავი ხე ქალაქში ნუ იქნება შეფასების კრიტერიუმი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი