დავით უსუფაშვილი: ნუ მოგვთხოვთ კოალიციაში იმას, რომ ყველას ისე უყვარდეს ერთმანეთი, რომ პურის გატეხვას არ ბედავდნენ ერთმანეთის გარეშე
08-12-2015, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიციები იქმნება არა მხოლოდ იდეების და ხედვების ერთიანობის ნიადაგზე, არამედ ურთიერთატანის ნიადაგზეც, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილი ლევან ბერძენიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლთაც კოალიციაში "რესპუბლიკური პარტიის" ნაცვლად ირმა ინაშვილის ხილვა სურთ.


"მე მინდა დავადასტურო, რომ კოალიციაში შეუძლებელია არ იყვნენ ადამიანები, რომელთაც "რესპუბლიკურ პარტიას", შესაძლოა, სხვა პარტია ერჩივნოთ. კოალიციაში არიან პარტიები, იმ პარტიებში წევრები, ასობით ათასობით აქტივისტი და ყველა ერთ ჭკუაზე არ არის. "რესპუბლიკურ პარტიაშიც" რომ ჩაატაროთ გამოკითხვა, ვერ მიიღებთ ერთნაირად ზუსტ შედეგებს იმის თაობაზე, რამდენი "რესპუბლიკელია" ბედნიერი კოალიციის ყველა პარტნიორით ან პარტნიორების ნახევრით, ან იმ პარტნიორების ამ თუ იმ წევრით. პარტიები და კოალიციები იქმნება არა მხოლოდ იდეების და ხედვების ერთიანობის ნიადაგზე, არამედ ურთიერთატანის ნიადაგზეც. ამიტომ თუ ერთმანეთის ატანა ვერ შევძელით, მაშინ ვერაფერს ვერ შევძლებთ. ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ ამბებს მე კოალიციაში ვერ ვხედავ. მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ალიანსს, საარჩევნო ბლოკს, მრგვალ თუ ოთხკუთხედ მაგიდას, სადაც ურთიერთობები იყო იმაზე მეტად ჯანსაღი, ვიდრე არის კოალიციაში. კოალიციამ დაამკვიდრა ამ ქვეყანაში ერთად ყოფნის უპრეცედენტო პრეცენდენტი და ნუ მოგვთხოვთ იმას, რომ ყველას ისე უყვარდეს ერთმანეთი, რომ პურის გატეხვას არ ბედავდნენ ერთმანეთის გარეშე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი