შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოცილური და ჯანდაცვის მიმართულებით თბილისის მერიასთან მათი თანამშრომლობა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ნაყოფიერი იყო. ამის შესახებ მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა.
"თბილისის მერთან ჩვენი ურთიერთობა არ არის მხოლოდ ერთმანეთის ქება-დიდება. ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი ურთიერთობა. მაგალითისათვის შემიძლია მოგიყვანოთ, ფაქტიურად ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ საქმიანი, ამავე დროს დაძაბული და კონკრეტული დისკუსიები გვქონდა თბილისის მერიასთან, რომელიც იყო ერთადერთი მოსახლეობის ინტერესზე დაფუძნებული. ასე, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა" - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.