კოალიცია "ქართული ოცნება" მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევასთან დაკავშირებით პარტიებისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება
08-12-2015, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია "ქართული ოცნება" მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევის წინადადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიებისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სწორედ მათი პოზიციის შესაბამისად აისახება სათანადო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.


"კოალიციაში არის იმის მზაობა, საარჩევნო კანონმდებლობაში ასეთი ტიპის ცვლილება შევიტანოთ. უბრალოდ, სურათი დახატული იყოს ისე, რომ "ამას იმიტომ აკეთებთ, რომ მმართველი კოალიციის ინტერესებშია". ეს არის თემა, რომელიც სამსჯელოდ გახსნილია. თუ თვლით, რომ 50%-იანი ბარიერის საკითხი მმართველი კოალიციის ინტერესებშია და საკითხი ხელის გადაგრეხვის პრინციპით, ძალით შემოგვაქვს, ასეთ შემთხვევაში ასეთ ტიპის ნაბიჯის გადადგმისაგან თავს შევიკავებდით. ეს არის დამოკიდებული იმაზე, როგორი შემოთავაზება იქნება კოლეგების მხრიდან", - განაცხადა ძიძიგურმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დასმული კითხვის საპასუხოდ.


პარლამენტში ინიცირებული "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მმართველი გუნდის პირობას – მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის შესახებ არ ითვალისწინებს.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს ცვლილებებს, რომელიც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი