ბულგარეთი მზად არის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაეხმაროს
08-12-2015, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბულგარეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და მზადაა ინტეგრაციის პროცესში მეთოდური და ლოგისტიკური დახმარება გაუწიოს ქვეყანას, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა სოფიაში, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალზე, რასაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულება შეუძლია. ამ კონტექსტი აღინიშნა ფოთი-ბურგასისა და ფოთი-ვარნას სატრანსპორტო დერეფანის მზარდი მნიშვნელობა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე ქვეყანებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მის კოლეგას ბულგარეთის მიერ ნატოს "ღია კარის" პოლიტიკისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ინიციატივებში მონაწილეობისათვის.


გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ეკონომიკური მიმართულების გაძლიერების კონტექსტში ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით ბულგარეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


მინისტრებმა ისაუბრეს ინტენსიური ორმხრივი დიალოგის გაგრძელებაზე, მინისტრ დანიელ მიტოვის საქართველოში ვიზიტისა და 2016 წელს თბილისში დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაზე.


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი