ხობის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ „კოლხეთის“ ფეხბურთელებს მიღწეული წარმატება მიულოცა
08-12-2015, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთმა“ საქართველოს 27-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი წრე დაასრულა. სეზონის ბოლო გასვლითი შეხვედრა „კოლხეთმა“ ჩხოროწყუში ადგილობრივ სამეგრელოსთან გამართა.


წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გუნდმა სეზონის ბოლო სამი ქულა სწორედ ამ შეხვედრიდან მიიღო და შესაბამისად სატურნირო ცხრილში თვრამეტი გუნდიდან მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა.


ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, დღეს კლუბ „კოლხეთში“განვლილი სეზონის შეჯამება-განხილვა გაიმართა, რომელსაც ფეხბურთელებთან და გუნდის მწვრთნელთან გია გურულთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და კლუბის ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.


საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს მიღწეული წარმატებები  მიულოცა და შემდგომი გამარჯვებები უსურვა. ამასთან, ედიშერ ჯობავამ გუნდის თავკაცებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კლუბს სამახსოვრო საჩუქრად ხატი გადასცა.

 

კომენტარები: 1
#1   nika
      
მიდით ლომებო!!! უმაღლესი ლიგა მოენატრა ხობსსს....
9 დეკემბერი 2015 10:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი