ნინო ბურჯანაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრები დაიწყო. დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
"დღეიდან დავიწყე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრების მიზანია, დიპლომატები ჩავაყენო საქმის კურსში აშკარად უსამართლო საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ ინარჩუნებს "ქართული ოცნება". ეს გამოიხატება იმ აშკარა დისკრიმინაციაში, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ აქვს ადგილი "- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ "დემოკრატიულ მოძრაობას" არ მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ და თანაბარუფლებიან გარემოში იბრძოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შედეგის მოსაპოვებლად.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი კონფიგურაციით აპირებს "დემოკრატიული მოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, დამოუკიდებლად თუ კოალიციით, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"მე მგონი ნაადრევად სვამთ ყველა ამ კითხვას. კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ცხადია, მიმდინარეობს. ჩვენ ეს არაერთგზის დავადასტურეთ, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები."- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
http://pia.ge/show_news.php?id=5336&lang=geo
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.