რუსთავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე შენობას სახურავი გადახადა, ზოგიერთ უბანში ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ამ დროისთვის რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე 50-მდე მისამართიდან არის შემოსული შეტყობინება. განსაკუთრებული ზარალი ძველ რუსთავსა და ჭყონდიდელის დასახლებას მიადგა, სადაც ერთ-ერთ კორპუსს ქარიშხალმა სახურავი მთლიანად ახადა. სტიქიით დაზიანებულია #32 საბავშვო ბაღის შენობა და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.
ვითარებას ადგილზე რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
"დილიდან საკმაოდ ძლიერი ქარი ქრის. ცხელ ხაზზე ზარები არ წყდება, მოსახლეობა აქტიურად რეკავს და სტიქიისგან მიყენებული ზიანის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ჩვენ სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დავითვლით, ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივაწვდით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სტიქიისგან მიყენებული ზიანი უმოკლეს ხანში აღმოვფხვრათ," - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
რუსთავის მერის განცხადებით, დღის ბოლომდე ყველა დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი შემოწმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.