49 მილიონამდე ლარის გაფლანგვის ბრალდებით თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ
08-12-2015, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ პირებს დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა.


ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„2013 წლის 26 ივლისს, თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით ალავიძესა და თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ალექსი თაბუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 – 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც სხვა ვალდებულებებთან ერთად, ბრალდებულების სასამართლოში გამოცხადების გარანტი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს გირაოს პირობები და მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, თავი აარიდეს სასამართლოში გამოცხადებას. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მოსამართლის წინაშე დავით ალავიძისა და ალექსი თაბუაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დავით ალავიძესა და ალექსი თაბუაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ 2013 წლის 27 ივნისს. მათ ბრალად ედებათ 2011-2012 წლებში, ქ. თბილისის მერთან გიორგი უგულავასთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ კუთვნილი დიდი ოდენობით 48 900 822 ლარის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.


ვინაიდან, დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი დღემდე თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი