თურქეთის ქალაქ ჩეშმეს სანაპიროსთან ექვსი ავღანელი ბავშვი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ავღანელი დევნილები თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავი, რომელსაც დევნილები გადაჰყავდა, შტორმის შედეგად გადატრიალდა. ერთ-ერთი დაღუპული ჩვილია. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხუთი მიგრანტის გადარჩენა შეძლო, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.