მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლუჰაში გამდინარე ხევზე არსებული ბეტონირებული არხის რეაბილიტაცია დასრულდა
08-12-2015, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ლუჰაში გამდინარე ხევზე არსებული ბეტონირებული არხის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.


ხევი, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა, საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს შორის გაედინება.


სოფლის ტერიტორიაზე ხევის კალაპოტი მართკუთხა ბეტონის არხს წარმოადგენს.


სოფლის დასახლებული უბნის გავლის შემდეგ კი, ისევ გადადის ბუნებრივ მიწის კალაპოტში და რამდენიმე ასეულ მეტრში, მარცხენა მხრიდან მდინარე ენგურს უერთდება.


ხევის კალაპოტის ბეტონის კონსტრუქცია დაზიანებული იყო და აღდგენას საჭიროებდა. წყალმოვარდნებისას წყლის ნაკადი ბეტონის კედლებზე ზევიდან გადაედინებოდა და საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავდა.


პროექტის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დასაცავად, 290 მეტრიან მონაკვეთზე გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა, აღდგა დაზიანებული ფსკერი და კედლები.


პროექტი 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 398 ათას 344 ლარი შეადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი