ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილო კორეას სანქციები დაუწესა, რაც მის იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს უკავშირდება. სანქციების სამიზნეა ჩრდილო კორეის არმიის სტრატეგიული სარაკეტო ძალები, ისევე როგორც ორი ბანკი და სამი სანაოსნო კომპანია, რომლებიც ამერიკის მტკიცებით, იარაღის გაყიდვაში არიან ჩართულნი.
BBC -ს ცნობით, სანქციები უკრძალავს ამერიკის მოქალქეებს და კომპანიებს აღნიშნულ ფირმებთან ნებისმიერი ტრაზაქციების განხორციელებას. ჩრდილო კორეაზე სანქციები უკვე დაწესებული აქვს რამდენიმე სხვა ქვეყანას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
Reuters
სანქციები შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს უყინავს ნებისმიერ საბანკო ანგარიშებს, რაც მათ შეერთებულ შტატებში გააჩნიათ, თუმცა არ არის ნათელი, თუ რა ოდენობის თანხა აქვთ მათ, ან საერთოდ აქვთ თუ არა, შეერთებულ შტატებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.