დავით შათირიშვილი: ონიანმა მანახა კლიპი და მითხრა, რომ ამით ქვეყანას საფრთხე შეექმნა, გარკვევით ჩამომიყალიბა, რომ ჩემს ოჯახს შეექმნებოდა საფრთხე
24-02-2014, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შპს "დაო-პრინტის" მენეჯერის დავით შათირიშვილის განცხადებით, 2011 წელს, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გოგა ონიანი მას ოჯახისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრა, რის გამოც იძულებული გახდა მის შეთავაზებას დათანხმებულიყო. შათირიშვილის თქმით, მისი კომპანია იმ დროისთვის ბერა ივანიშივლის კლიპისთვის ლოგიან მაისურებს ამზადებდა.

 

 

შათირიშვილმა 2011 წელს მისი დაკავების დეტალებზე დღეს ბრიფინგზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მთავარმა პროკურატურამ ონიანის დაკავების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ ონიანის ბრალი სწორედ შპს "დაო-პრინტის" მენეჯერის დავით შათირიშვილის უკანონო დაკავებას ეხება.

 

 

შათირიშვილის თქმით, ის 2011 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს, მოგვიანებით კი, გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გიორგი ონიანის კაბინეტში შეიყვანეს. მისი თქმით, მას სწორედ ონიანის კაბინეტში დაუდეს მაგიდაზე "მარიხუანა".

 

 

"მოცემულ მომენტში ბერა ივანიშვილის კლიპისთვის მაისურები დავამზადეთ. რის შემდეგაც უკანონოდ დამაკავეს. ონიანმა თავის კაბინეტში შემიყვანა და მითხრა: შენ იცი რაც მოგივა და რაც მოხდა. მან მანახა კლიპი და მითხრა, რომ ამით ქვეყანას საფრთხე შეექმნა. გარკვევით ჩამომიყალიბა, რომ ჩემს ოჯახს შეექმნებოდა საფრთხე. ისინი ჩემი ოჯახიდან ნარკოტიკულ ნივთიერებას ამოიღებდნენ, მეუღლის სამუშაო ოფისიდან და ჩემი სამუშაო ოფისიდან. გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვარჩიე, რომ ამეღო იქვე შეთავაზებული "მარიხუანა". ხელი მოვაწერეთ, ჯერ იზოლატორში გადამიყვანეს, შემდეგ კი - გლდანის ციხეში"- განაცხადა შათირიშვილმა, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შათირიშვილმა პროკურატურას მისივე თქმით, 2012 წელს საპარლამენტო არჩვენების შემდეგ მიმართა.

 

 

გოგა ონიანი გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავება ონიანის თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის პერიოდს უკავშირდება. როგორც უწყება განმარტავს, საქმე 2011 წელს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილის დაკავებას ეხება. შპს "დაო-პრინტი" იმ დროისთვის პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებს ამზადებდა.

 

 

პოკურატურის ინფორმაციით, ონიანმა, თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს პატაკის შედგენა დაავალა, რომ დავით შათირიშვილი, თითქოსდა, ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ინახავდა. უწყების ცნობით, დავით შათირიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" წარუდგინა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში ამ ნარკოტიკული საშუალების დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი აესახა, რასაც სინამდვილეში არ მომხდარა.

 

 

"გიორგი ონიანის ძალისხმევის შედეგად, დავით შათირიშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს და საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/37835-davith-shathirishvili-onianma-manakha-klipi-da-mithkhra-rom-amith-qveyanas-safrthkhe-sheeqmna.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი