გაემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციის ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს, მარკო პომერანტს შეხვდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შერბილების, წყლის რესურსების მართვის, ტყის მდგრადი მართვის ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო გარემოს დაცვის სფეროში, ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გატარებული რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს.
"მხარეები მომავალში ესტონეთში არსებული ნარჩენების ინოვაციური გადამუშავების სისტემაზე ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებითაც იმუშავებენ" - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.