პროკურატურაში ელისაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს - შესაძლოა მან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ვინაობა დაასახელოს
09-12-2015, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვა მის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდება იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ფულს იღებს.


როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია "ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რომელიც მასზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდა.


მისივე მტკიცებით, აღნიშნულ პოლიტიკოსებს "ბე-ს" სახით 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული, კონკრეტული პატიმრების შეწყალების შემდეგ კი ნახევარი მილიონი დოლარი უნდა მიეღოთ.


"ამის შესახებ წელიწადნახევრის წინ ინფორმაცია მივაწოდე გიორგი ბადაშვილს, თუმცა ბადაშვილმა ყური არ შეიბერტყა. ამ საკითხზე ვესაუბრე მის მოადგილე გიორგი გოგაძესაც, ასევე პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელსაც უშუალოდ ევალება სამართალდამცველ უწყებებთან ურთიერთობა, გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს", - განაცხადა ელისაშვილმა და დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მხრიდან გამოძიება ეფექტურად წარიმართება, აღნიშნული მაღალჩინოსნების სახელებს და გვარებს გაასაჯაროებს.


"მე წელიწადნახევრის წინ ვუთხარი სახელი და გვარები პროკურატურას და ვაპირებ დღესაც გავიმეორეო მათი სახელები და გვარები, ვინც ფულს იხდიდა, ვისშიც ფულს იხდიდნენ და ვინც ფულს იღებდა. კიდევ ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ მზად არის ჩვენება მისცეს", - აღნიშნა ელისაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, იგივე ტიპის ზეწოლა ახლა შეწყალების კომისიის მოქმედ თავმჯდომარე, ზვიად ქორიძეზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი