"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" შემოწირულობების მიხედვით პირველ ადგილზეა
09-12-2015, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1 409 319 ლარის შემოწირულება მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა – 536 355 ლარი პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოზე" მოდის.


მათივე ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობიდან 526 000 ლარი ფულადი, 10 095 ლარი კი არაფულადი შემოწირულებაა.


1-ელი იანვრიდან დღემდე მიღებული შემოწირულობის თვალსაზრისით პარტიებს შორის 279 710 ლარით მეორე ადგილზე "თავისუფალი დემოკრატები," 260 240 ლარით მესამეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".


რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ შემოწირულობებს, ასე გამოიყურება: "პატრიოტთა ალიანსი" – 171 170 ლარი, "დევნილთა პარტია" – 52 151 ლარი, "თავისუფალი საქართველო" – 34 546 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 29 368 ლარი (აქედან 27 988 ლარი საწევროა), "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 23 360 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" – 14 120 ლარი, პარტია "განახლებული საქართველოსთვის" – 2 875 ლარი, "კონსერვატიული პარტია" – 1 320 ლარი, "ხალხის პარტია" – 1 135 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 1 107 ლარი, "ქართული პარტია" – 1 000 ლარი, "ქართული დასი" – 861 ლარი.


პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოწირულობიდან – 1 409 319 ლარიდან 1 341 031 ლარი ფულადი, 39 965 ლარი არაფულადი, 28 323 ლარი კი საწევროა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი