სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა "თალიბანის" მიერ ყანდაარის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად
09-12-2015, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ავღანეთში, ყანდაარის აეროპორტზე ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. აღნიშნულის შესახებ BBC იტყობინება.

 

 

სამხრეთ რეგიონში ავღანეთის საჰაერო ძალების მეთაურის, რაზიქ შირზაის განცხადებით, გარდაცვლილებსა და დაჭრილებს შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

 

 

ყანდაარის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, აეროპორტის კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ, ნატოსა და ავღანეთის სამხედრო ძალების ერთობლივი ბაზაც მდებარეობს. ამის მიუხედავად, თავდამსხმელებმა მოახერხეს აეროპორტის პირველ კარში შეღწევა. შიდა პერიმეტრზე განლაგებულმა საჯარისო ნაწილებმა მათ მკვეთრი წინააღმდეგობა გაუწიეს.

 

 

BBC "თალიბანის" განცხადებაზე დაყრდნობით, წერს, რომ თავდამსხმელებმა 80 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლეს, თუმცა, ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი