"გაზპრომი" და ირანი სომხეთში გაზის მიწოდების მიზნით გაცვლით ოპერაციების საკითხზე მუშაობენ. სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, ამის შესახებ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.
"დიახ, ამ თემას შევეხეთ. ამ დროისთვის, ჩვენ ჩვენს ირანელ კოლეგებთან გაცვლითი ოპერაციების საკითხებს ვამუშავებთ", - განაცხადა მილერმა იმ კითხვის საპასუხოდ, განიხილეს თუ არა ირანიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთისთვის გაზის მიწოდების საკითხი.
კახა კალაძისა და ალექსეი მილერის მორიგი შეხვედრა გუშინ ლუქსემბურგში გაიმართა. მხარეებმა გაზის ტრანზიტისა და კომერციული მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.