თბილისის მერი, დავით ნარმანია ოპოზიციას მოუწოდებს, კაბინეტში არითმეტიკის ნაცვლად, გავიდნენ და დარგული ხეები ადგილზე დათვალონ. შესაბამისი კომენტარი დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში დღეს გააკეთა.
"არითმეტიკას ჯობია, გავიდნენ ადგილზე და სათითაოდ დაითვალონ დარგული ხეები. ნამდვილად 480 000 ხე არის დარგული. არსებობს შესაბამისი ტერიტორიები, სადაც ეს ხეები დაირგო. ასე რომ, კაბინეტებში არითმეტიკის ნაცვლად, ჯობია ადგილზე გავიდნენ და დათვალონ", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა გუშინ განაცხადა, რომ დედაქალაქში უკვე ნახევარ მილიონამდე ხე დაირგო, რაშიც ოპოზიციას ეჭვი ეპარება. როგორც პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში მერიას დღეში 1000 ხე უნდა დაერგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.