საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ცალსახად უჭერს მხარს
09-12-2015, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისგან და მაღალი ხარისხით განხორციელდეს, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, მისია მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, სსფ-ის სარეზერვო დაფინანსების პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვის ფორმატში დისკუსიების გასამართად თბილისში 9-21 ნოემბერს იმყოფებოდა.

 


როგორც მარკ გრიფითსი აცხადებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ცალსახად უჭერს მხარს, რომელიც ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას და სავალუტო ინტერვენციების მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული სავალუტო რყევების დროს გამოყენებას გულისხმობს.
"სავარაუდოდ, გრძელვადიანი საგარეო შოკებისას ინტერვენციები წარუმატებელი იქნებოდა და მხოლოდ სავალუტო რეზერვების განიავებას გამოიწვევდა. გაცვლითი კურსის გაუფასურებამ საგარეო შოკები შეარბილა იმპორტის შემცირების, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ფულადი გზავნილების ღირებულების დაცვის სახით. დასასრულს, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა, რაც მცურავ გაცვლით კურსს მოითხოვს. იმისათვის რომ შეძლოს ამ მიზნის მიღწევა და ფინანსური სტაბილურობის დაცვა, საქართველოს ეროვნულ ბანკს სრული საოპერაციო დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს. ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ელოდება კანონზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკისგან საბანკო ზედამხედველობას მიჯნავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქცია დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისგან და მაღალი ხარისხით განხორციელდეს", - აცხადებს გრიფითსი.

 


მისივე თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში მისია ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად იმუშავებს.

 


"მისიამ და ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ეკონომისტების დონეზე შეთანხმების მისაღწევად მეორე და მესამე მიმოხილვის ფარგლებში. მომდევნო კვირების განმავლობაში მისია იმუშავებს ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად, რაც მოითხოვს შეთანხმებას საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სტრატეგიაზე, სავალუტო რეზერვების საკმარისი დონის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო ვალდებულებების მართვისა და განსაჯაროების ფორმატის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის სტრუქტურულ რეფორმებზე. ამ დასკვნითი განხილვების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სსფ-ს მიმდინარე პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება", - აცხადებს გრიფითსი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი