"ძლიერი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა სტაბილიზაციის ნიშნებს იჩენს" - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, მისია მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, სსფ-ის სარეზერვო დაფინანსების პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვის ფორმატში დისკუსიების გასამართად თბილისში 9-21 ნოემბერს იმყოფებოდა.
როგორც მარკ გრიფითსი აცხადებს, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც რთული საგარეო ვითარების პირობებში ფუნქციონირებს.
"საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამ და მათი ვალუტების გაუფასურებამ საქართველოს ექსპორტისა და უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების კლება განაპირობა. ყოველივე ამის შედეგად, ასევე გლობალურად აშშ დოლარის გამყარების ფონზე, შემცირდა უცხოეთიდან შემოსავლების შემოდინება, რამაც გამოიწვია წლის განმავლობაში ლარის 35 პროცენტზე მეტით გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ. ვალუტის გაუფასურება ეკონომიკას ეხმარება გარე შოკებთან გამკლავებაში, თუმცა ვალის ტვირთს უზრდის მსესხებლებს, რომელთაც აშშ დოლარით აქვთ სესხები და ვალუტის გაუფასურება ასევე ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას", - აცხადებს გრიფითსი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ იმატა, წლის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის 5 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს მხოლოდ მცირედით გადააჭარბებს.
"გარე შოკის გამო, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი მთლიან შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 11 პროცენტამდე გაზარდა, თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება: ექსპორტი და ფულადი გავნილების შემოსვლის მინიმალური ოდენობა უკვე წარსულშია, ხოლო ტურისტების რაოდენობა კვლავ მატულობს. იმპორტის კლებამ მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8 პროცენტი შეადგინა (ან 16 პროცენტი თუ ერთჯერად დიდი იმპორტის შემთხვევას გამოვრიცხავთ). ამდენად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს უნდა შემცირდეს მშპ-ს 9 პროცენტამდე. რამდენადაც საგარეო ვალი მშპ-ს 100 პროცენტია, აუცილებელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდეს", - აცხადებს გრიფითსი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.