საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტად დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში და ხელს მოაწერს მემორანდუმს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ.
"ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან", - აცხადებენ უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.