"რიგ ქვეყნებში ფრენების აკრძალვა ტერაქტის განმეორების საფრთხის გამოა შემოღებული" - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მედვედევი ახლო აღმოსავლეთში ტერაქტების განმეორების საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს გახდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველი, შეეწყვიტა ტურისტული რეისები ეგვიპტესა და თურქეთში.
"იქიდან გამომდინარე რა მასშტაბები მიიღო ამ წელს ტერორიზმმა, ასეთი ტერორისტული აქტების გამეორება საჰაერო სივრცეში სამწუხაროდ, ისევ შესაძლებელია. მხედველობაში მაქვს კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთი", -განაცხადა მედვედევმა.
როგორც რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, უცხოეთში დასვენებასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას შორის რუსეთის ხელისუფლებამ არჩევანი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების სასარგებლოდ გააკეთა და აქედან გამომდინარე აიკრძალა ტურისტული ფრენები თურქეთსა და ეგვიპტეში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.